Thursday, October 28, 2021

პეპის დღე

 

„პეპის დღე“  სკოლაში

მე-4 კლასის დამრიგებელმა,მარეხ ბასილიძემ,27 ოქტომბერს,   წარადგინა პროექტი -კითხვის საათი -დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა. მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში კითხულობდნენ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებს „პეპი გრძელიწინდა“, ყოველი კვირის ხუთშაბათს განიხილავდნენ წაკითხულ თავებს, წერდნენ თხზულებებს ...ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მოაწყვეს სახალისო ღონისძიება „პეპის დღე“.მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთრი თხზულებები,ილუსტრაციები, დაუსვეს კითხევები გაკვეთილზე მოწვეულ სტუმრებს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ღონისძიების შემდეგ წერილობით გადმოსცეს  საკუთარი  შთაბეჭდილებები.






Tuesday, June 25, 2019

პატრიკ ფიორი - chez nous

პატრიკ ფიორი ( პატრიკ-ჟან-ფრანსუა-შუშაიანი) დაიბადა კორსიკელი დედისა და სომეხი მამის ოჯახში, მის გარდა მშობლებს კიდევ ოთხი შვილი ჰყავთ, დიდ ოჯახი მუდამ ფინასური სახსრების საჭიროებას განიცდიდა, ამიტომაც მას ყოველთვის მუშაობა უწევდა ბავშვობიდან. ოჯახის დახმარების მიზნით იგი პიცის გამყიდვლად, ელექტრიკოსად, დეკორატორადაც კი მუშაობდა დღესდღეისობით კი იგი მთელს მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრიკ ფიორი გახლავთ სხვანაირად კის მას "ნოტრ-დამ -დე-პარი" ორიგინალური ინოვაციური მიუზიკლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ საფრანგეთში.